“გვამებს რომ სახურავებზე ყრიდნენ; ადამიანებს რომ ლოდგამობმულებს ზღვაში აგდებდნენ; ” ბადრის რა? – დედის ტ**ნა!”-ს რომ ყვიროდა სპეცრაზმი ; – ცოტა რომ მიაყენოთ, სჯობს!

“გვამებს რომ სახურავებზე ყრიდნენ; ადამიანებს რომ ლოდგამობმულებს ზღვაში აგდებდნენ; ” ბადრის რა? – დედის ტ**ნა!”-ს რომ ყვიროდა სპეცრაზმი ; – ცოტა რომ მიაყენოთ, სჯობს!

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობასთან პარალელს ავლებს:

“ვკითხულობ ზოგიერთების პოსტებს და დიქტატურა ყოფილა თურმე ქვეყანაში…

რა ჯიშის ხალხია, გავგიჟდი… ეტყობა მიშას დროს იყო დემოკრატია და დღეს მიშასავით “დემოკრატიულად” უნდა დაელეწა ხალხი სპეცრაზმს? გვამებს რომ სახურავებზე ყრიდნენ; ადამიანებს რომ კლავდნენ და ლოდგამობმულებს აგდებდნენ ზღვაში; ნავთლუღის სპეცოპერაციებს რომ აწყობდნენ და ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ; პატიმრებს რომ აწამებდნენ; კაცებს რომ სარდაფებში აუპატიურებდნენ; ვიღაცას თუ ამოიჩემებდნენ, ოჯახებით რომ იჭერდნენ;

“ბადრის რა? – დედის ტ**ნა!”-ს რომ ყვიროდა სპეცრაზმი; აქციაზე ყველა გასაქცევს რომ კეტავდნენ და აფთიაქებში შეფარული ხალხი რომ თავ-პირის მტვრევით გამოჰყავდათ გარეთ; 20 ზონდერი ერთ კაცს, ხელებაწეულს, ჩაფსმამდე რომ სცემდა; რაც უფრო ბევრს დააკავებდნენ, პრემია რომ უფრო დიდი იყო…

რომელი ერთი ჩამოვთვალო?..

და თქვენ რომელ თავისუფლებას იცავთ? ვის მხარდამხარ დგახართ? ზემოთ რაც ჩამოვთვალე – აი იმ ყველაფრის შემოქმედი სადისტების მხარდამხარ? ოხ, თურმე როგორ გაბედა სპეცრაზმმა დღეს წყლის ჭავლის გამოყენება…

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ის მოხდა, რაც მოხდა და არა ის, რაც ადრე ხდებოდა!

და ცოტა რო მიაყენოთ, ჯობია.

გამოვიდნენ აქ დემოკრატიის და თავისუფლების მქადაგებლები!” – წერს ლაბრტყავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

არაგველი641 ნინო ლაბატყავა - Respect!
4 წლის უკან
არაგველი641 დღევანდელ მომიტინგე ახალგაზრდობასაც ძალიან მოეწონა სახელმწიფობანას თამაში! მიტინგი, პიკეტი, დაჭერა, სასამართლო, გამოშვება, მთავრობის გინება და ისევ პიკეტის დაანონსება!
კარგია არა!? ერთი მიშას დრო ყოფილიყო და ვნახავდი "თქვენს ბუმბულს გაფანტულს ველადა!"
4 წლის უკან