თეა წულუკიანი: „აირაისა“ და „ენდიაის“ კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს

თეა წულუკიანი: „აირაისა“ და „ენდიაის“ კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს

ეს კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევას.

„აირაის“ და „ენდიაის“ კვლევებს დიდი ხანია, აღარ ვუყურებ, რადგან მრავალჯერ ჩავატარეთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და არც ერთხელ, თუნდაც ტენდენციების დონეზე, აღარაფერს ვამბობ ციფრებზე, მიახლოებითაც კი არ დაემთხვა არც ერთი ამ კვლევის შედეგი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კვლევები ვერ იქნება გამოყენებული იმისთვის, რასაც კვლევა უნდა ემსახურებოდეს, იყოს სამუშაო ინსტრუმენტი, გაგიწიოს გიდობა პოლიტიკაში თუ სხვა პროფესიულ საქმიანობაში. ამიტომ, არ არის საინტერესო, ვინაიდან რეალობას ვერ ასახავს, არა ჩემი გადასახედიდან, არამედ იმ საარჩევნო შედეგების მიხედვით, რაც ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში არჩევნების შედეგად დადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

IRI-ის კვლევა დღეს გამოქვეყნდა, კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და 1500 ადამიანი გამოიკითხა. IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს “ქართულ ოცნებას” 23 % მისცემდა ხმას, ოპოზიციური პარტიების საერთო ჯამი კი მმართველი გუნდის პროცენტულ მაჩვენებელს უსწრებს. რაც შეეხება პოლიტიკოსების პირად რეიტინგებს ათეულში მმართველი გუნდიდან მხოლოდ კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი მოხვდნენ, დანარჩენ 7 ადგილს კი ოპოზიციის წარმომადგენლები იკავებენ: დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.

Katana . ეს ორგანიზაციები, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის წევრებს შორის ატარებენ (საერთოდ თუ ატარებენ) გამოკითხვას...
სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ჰყავთ და, გაუგებარი მიზეზით, ბარაქიანადაც აფინანსებენ ასეთ ცრუპენტელა "კვლევით" ორგანიზაციებს... მაგალითად, აშშ-ში, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა რომელიღაც ანალოგიური ორგანიზაციის "გამოკითხვის" შედეგები, რომლის თანახმადაც ამერიკელ პრეზიდენტებს შორის, ჯეფერსონის შემდეგ მოდიოდა ობამა და მის მერე, მე-16 ადგილს იკავებდა... რეიგანი! (რომელიც საერთოდ ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად ითვლება ამერიკაში!).
აშკარაა, რომ ეს იყო დემოკრატების მიერ "ჩატარებული" კვლევა. ამერიკელი დემოკრატები და ქართთული ნაცმოძრაობა კი ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში!
4 წლის უკან