“გამარჯობა უცნობო! ვიმედოვნებ, ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის კითხულობ…”- “POSTV”-ს ჟურნალისტი სპეცრაზმელს მიმართავს

“გამარჯობა უცნობო! ვიმედოვნებ, ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის კითხულობ…”- “POSTV”-ს ჟურნალისტი სპეცრაზმელს მიმართავს

ჟურნალისტი ანი აშორდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე მოგვითხრობს თუ როგორ გადაარჩინა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ის და მისი ოპერატორი.

გამარჯობა უცნობო! მე POSTV-ახალი ამბების ჟურნალისტი, ანა აშორდია ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთხვნის კითხულობ…

მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს, დაშლის დღეს (18 /11/2019)გადაგვხდა.მინდა მოგითხროთ ერთ სპეცრაზმელზე,რომელმაც ჩვენ (მე და ჩემი ოპერატორი)გადაგვარჩინა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და Levan ვიღებდით კადრებს პიკეტირებული პარლამენტის შენობის, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი დავინახეთ რომლებმაც,რუსთაველის გამზირის მიმართულებით სვლა დაიწყო.ჩვენ ,როგორც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა დავიწყეთ კადრებისა და სინქრონების გადაღება, რა დროსაც ავღმოჩდით სრულ ვაკუუმში. მარცხენა მხარეს სპეცრაზმელები, მარჯვნივ აქციის მონაწილეები, უკან კი პარლამენტის შენობა. ისეთი ჭყლეტვა იყო ,აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი,ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ცხოვრებას ვასრულებდი.მოკლედ იმდენმა ფიქრმა გამიელვა თავში,იმდენმა გრძნობამ მომაკითხა და იმდენმა ინსტიქტმა მომიკაკუნა კარზე რომ კონცენტრაციის უნარიც კი დავკარგე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარი თავის ხელში აყვანას. წარმოიდგინეთ, მე და ლევანი ვართ ყუთში, საიდანაც გამოავლას ვერ ვახერხებთ და თან შიგნით ვიჭყლიტებით.

ამ ფიქრებში და გრძნობებში ვარ რა დროსაც უცბად,ანგელოზად მომევლინა სპეცრაზმელი ,რომელმაც ვაკუუმიდან ჩვენი გამოყვანა სცადა და გამოუვიდა კიდეც.პირველ როგში ხელი მოგვკიდა და გაგვიყვანა ამ საშინელი ჭყლეტვიდან. შემდეგ ჩემს ოპერატორს დაეხმარა, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ბოძთან ასულიყო. ლევანი მაღალი ბიჭია, მაგრამ მასაც კი სპეცრაზმელის დახმარება დასჭირდა ბოძზე ასვლაში. მე? მე ლევანი მეძახის, ხელს მიწვდის და ჩემს ათრევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ეს სიტუაცია რომ დაინახა (იგივე სპეცრაზმელმა) შემობრუნდა, დიჩოქა, ფეხი გაამაგრა და მანიშნა, რომ შემეძლო დაჩოქილ ფეხზე დამედგა ჩემი ჭუჭყიანი კედები, ასეც მოვიქეცი და ავედი სამშვიდობოს, პარლამენტის ბოძთან.

საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო შენ!

მადლობა გადარჩენისთვის!

ჩემი დღის გმირი ხარ!

ლეო, მადლობა შენ დღევანდელი მუხლჩაუხრელი შრომისა და მუშაობისთვის!

პ.ს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ჩემი საჯარო მადლობა გმირ სპეცრაზმელს!

Georgia

18/11/2019″ – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.