"მაინც დაგაბოქლომებთ!" - ოპოზიციის ახალი სტრატეგია ხელისუფლების წინააღმდეგ

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მომიტინგეების ახალ სამოქმედო გეგმას აანონსებს. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს, 19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – მაინც დაგაბოქლომებთ“-  განაცხადა ვაშაძემ.