"ბრიყვი ხარ გახარია" – გიგი უგულავა პრემიერის განცხადებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა.

პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრს ბრიყვი უწოდა და გაჩუმება ურჩია.

"ვიცი, რომ ბრიყვი ხარ ბატონო გახარია. ვიცი, რომ არც პოლიტიკის გაგეგებათ არაფერი და რაც მთავარია, უსინდისო ხართ. თქვენ, პრემიერის თანამდებობა დაიკავეთ ისე, რომ ერთი ძარღვი არ შეგიტოკდათ. თქვენ 5 თვის თავზე არ აპირებდით მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მიცემას, 4 თვის თავზე გაუგზავნეთ წერილი და ეკითხებოდით, მანამდე თვალი ჰქონდა, თუ არა და როგორი თვალი ჰქონდა. ვისზე ლაპარაკობს საერთოდ გახარია, ჯობია გაჩუმდეს. გახარიას არსებობაა ამ ქვეყანაში სირცხვილი,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს."

გახარიამ დღესვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება.