გახარია: საარჩევნო პერიოდი წყნარად ჩაივლის

გახარია: საარჩევნო პერიოდი წყნარად ჩაივლის

საარჩევნო პერიოდი ჩაივლის წყნარად და მშვიდად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენთან ერთად ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა, სადაც თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს სტაბილური გარემოს შესაქმნელად.

"მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან მედიაში და ხან პარლამენტში, ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი იყოს განჭვრეტადი და ყველასთვის იყო პროგნოზირებადი გარემო. საარჩევნო წელი ჩაივლის წყნარად და მშვიდად" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რასაც მოჰყვა სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლა. აქციის დროს, სამართალდამცავებმა 37 პირი დააკავეს.