ლევან იოსელიანი: სპეცრაზმელს ჩემთვის ნამდვილად არ დაურტყამს 

ლევან იოსელიანი: სპეცრაზმელს ჩემთვის ნამდვილად არ დაურტყამს 

აქციასთან დაკავშირებით პოლიციაში რამდენიმე ადამიანია დაბარებული. მათ შორის არის, “სამოქალაქო მოძრაობის “ წევრი ლევან იოსელიანია.

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელი პოლიციაში უკვე მივიდა. უცნობია, რა შეკითხვები აქვთ მასთან სამართალდამცავებს. ძველი თბილისის პოლიციაში შესვლამდე "სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ გუშინდელი აქციისას დაშავდა და სავარაუდოდ შეკითხვები ამ თემას უკავშირდება.

"რუსთაველის და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში ჩამოდიოდა სპეცრაზმი და აწვებოდა მოქალაქეებს. ამ მომენტში დამიზიანდა ფეხი. სავარაუდოდ ამასთან დაკავშირებით უნდა მივცე შესაბამისი ინფორმაცია, სპეცრაზმელს ჩემთვის ნამდვილად არ დაურტყამს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინდელი აქციის დროს, სამართალდამცავებმა 37 პირი დააკავეს.

Katana . "დამიზიანდა ფეხი.სპეცრაზმელს ჩემთვის ნამდვილად არ დაურტყამს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა."
?
ახლა ამის თქმა იქნებოდა?!
თქვი შე დალოცვილო, რომ სპეცრაზმელმა დაგარტყა კეტი, - შენი რა მიდის? სამაგიეროდ, მთელი ნაც-ენჯეოები ერთი კვირა ილაპარაკებდნენ იმაზე, როგორ მოსტეხა ფეხი მშვიდობიან დემონსტრანტს საზიზღარმა სპეცრაზმელმა, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით უმიზნებდა თავის ხელკეტს მუხლებში!.. მერე სალომე სამადაშვილი შეატყობინებდა ამის შესახებ ემნისტი ინტერნეიშენელს , ბიბისის, როიტერს, ალ ჯაზირას, გაეროს... და მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რა არადამიანური მეთოდებით დაარბიეს ეს უწყინარი, პარლამენტის ჯაჭვებით შემკრავი და ხელისუფლების ნაკერავზე გახევით დამუქრებული "ოპოზიცია"!
4 წლის უკან