პროვოკაციას მომიწყობენ - ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან აბაშიძე პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა

პროვოკაციას მომიწყობენ - ატენის ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან აბაშიძე პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებდა

ატენის ქუჩაზე ბურუსით მოცული საზარელი მკვლელობის მთავარი ფიგურანტის, ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა ვრცელდება, რომელიც მან შემზარავ მკვლელობამდე საზღვარგარეთ ყოფნის დროს ჩაწერა.

როგორ აბაშიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ რაიმე სახის პროვოკაციას ელოდა.

ვიდეომიმართვაში ლევან აბაშიძე საუბრობს იმ გარემობებზე, თუ რატომ მოუწია ქვეყნის დატოვება, მაგრამ მისთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით მოსთხოვა მაღალჩინოსანმა სამართალდამცველებმა საქართველოს სასწრაფოდ დატოვება.

“გამარჯობათ, მე ვარ ლევან აბაშიძე, ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ მინდა მოგიყვეთ საქართველოს მოქალაქის ისტორია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩემთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და ქვეყნის დატოვება მომთხოვეს სასწრაფოდ. მეც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე მათ მოთხოვნებს, რადგან ისინი იყვნენ მაღალჩინოსნები. ქვეყნის დატოვების შემდეგ ვეცადე, გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ არც არავინ დამელაპარაკა, თითქოს არც ვარსებობ. აგერ უკვე სამი თვეა, სახლიდან და ქვეყნიდან გამოძევებული ვიმყოფები, ვაპირებ ჩემ სამშობლოში, ჩემ სახლში დაბრუნებას, სხვაგან წასასვლელი არ მაქვს. ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რომ ვიყო, აქამდე დახვრეტილი ვიქნებოდი, მაგრამ რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ, ვფიქრობ, ნარკოტიკს ჩამიდებენ, იარაღს ჩამიდებენ, ან რაიმე სახის პროვოკაციას მომიწყობენ. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ სახლში დაბრუნების შემთხვევაში დიდი ალბათობით ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება მომიწევს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს. არასოდეს არ ვყოფილვარ ნასამართლევი, არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, ვფიქრობ, არავის არ ვაწუხებ ჩემი არსებობით და ვცხოვრობ პატიოსნად “, - ამბობს გარდაცვლილი თავის ბოლო ვიდეომიმართვაში.

შეგახსნებეთ, 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე ერთი საცხოვრებელ სახლში 3 გარდაცვლილი იპოვეს. მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის, ლევან აბაშიძის ცხედარიც. წინასწარი ვერსიით, 35 წლის ლევან აბაშიძემ მეტსახელად „ტაისონამ“, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრების მკვლელობამდე, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული.