გია ხუხაშვილი: კახა კალაძემ ყველაფერი წყალში ჩაყარა

გია ხუხაშვილი: კახა კალაძემ ყველაფერი წყალში ჩაყარა

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის რეიტინგი უახლოეს მომავალში დაეცემა. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, კახა კალაძე პოლო პერიოდში ისე იქცევა, რომ ყველაფერი წყალში ჩაყარა.

 “ვფიქრობ, რომ კალაძის ეს რეიტინგიც წარსულს ჩაბარდება. კახი კალაძეს ჭკუა ჰყოფნიდა ბოლო პერიოდში. მისი მოქმედებები ნაკლებად გამაღიზიანებელი იყო,  ქალაქში სამეურნეო სამუშაოებით იყო დაკავებული. ადამიანებს თბილისის მერის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მოსწონდათ. კალაძე ბოლო დღეებში ისე იქცევა, რომ რაც გააკეთა, ყველაფერი წყალში ჩაყარა. შემდეგ  მას კახა ოქრიაშვილის გვერდით ვიხილავთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 57% კეთილგანწყობით არის განწყობილი “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მიმართ. მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე - 49%. მესამეზე კი “შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი - 47%.

ნფორმაციისთვის, IRI-მ წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

სოციალისტი ეს რეიტინგები მტკნარი სიცრუეა! დავით ბაქრაძის მიმართ საერთოდ არავითარი განწყობა არ არის, არც დადებითი და არც უარუოფით!
4 წლის უკან