არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვუბრუნებ გაჭრილ ჯაჭვსა და ბოქლომს, რომელიც სიმბოლურად მათ ღირებულებებს გამოხატავს  (ვიდეო)

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვუბრუნებ გაჭრილ ჯაჭვსა და ბოქლომს, რომელიც სიმბოლურად მათ ღირებულებებს გამოხატავს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფოს მიმართ.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომი დადო პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება, ეს იყო დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე. ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომებს და მათ ღირებულებებს მოქალაქეების სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი ვეღარასოდეს დაადებენ ბოქლოს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფო საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.