ლიკა გამრეკელი: “ეს ფოტო ჩემი გადაღებულია 2009 წლის აქციების დროს… – უბრალოდ შედარებისთვის”  (ფოტო)

ლიკა გამრეკელი: “ეს ფოტო ჩემი გადაღებულია 2009 წლის აქციების დროს… – უბრალოდ შედარებისთვის” (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკლი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. მან 2009 წლის აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დღევანდელ ვითარებასთან პარალელი გაავლო.

“ეს ფოტო ჩემი გადაღებულია 2009 წლის აქციების დროს.

პარლამენტის გვერდით შესასვლელი.

უბრალოდ შედარებისთვის

დღეს რამდენი პოლიციელი დგას და მაშინ, როგორი კბილებამდე

შეიარეღებული, სპეცრაზმი იდგა!

არ შეიძლება ნაცების აქციაზე დგომა!

არ შეიძლება მათთან ერთად რამის პროტესტი!

არ შეიძლება მკვლელებთან კოჰაბიტაცია!

პოლიტიკური ორგანიზაცია კი არა, ჯალათების და მანიაკების დიდი კასრია, სადაც მხოლოდ დუბინკების და იარაღის გამოყენება იციან კარგად!” – წერს გამრეკელი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი გიორგი ვაშაძემ, პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადო, ოღონდ ამჯერად, ბოქლომს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს შემოხვეული. ოპოზიციის წარმომდგენელიბის განცხადებით, ამ შემთხვევაში პოლიცია ბოქლომს ვეღარ მოხსნის, რადგან დროშის დაზიანება მოუწევს. დროშა კი სახელმწიფო სიმბოლიკაა და შესაბამისად მისი დაზიანება კანონის მიხედვით დანაშაულია.

დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი უკვე მეორე დღეა გადაკეტილია.

17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღარ აპირებს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივის განხილვას და მოუწოდა ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატო