"რუსეთის მონა" და "ვირთხა" - აქციის მონაწილეებმა უხუცესი დეპუტატი პარლამენტში არ შეუშვეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან. აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის წევრი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. "ოცნების" დეპუტატი მომტინგეებმა შეძახილებით, "ვირთხა" და "რუსეთის მონა" გააცილეს.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისას რევაზ არველაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილები.