მსახიობი იუნა შაფათავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. სკანდალური მსახიობს კითხვა უჩნდება, თუ ვინ აფინანსებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან და მათ ასევე, უსირცხვილოებს უწოდებს.
“მე ერთი კითხვა მაქვს რუსთაველის ბომჟებთან. მესამე წელია ამერიკაში ვარ და აქ რომ კვირაში 1-2 დღე მუშაობა გამიცდეს, ან ვერ ვიშოვო სამუშაო (დღიურზე ვამბობ, სტაბილურს ვინ ჩივის), მაგარი და...ფული გაქვს, საარსებო გაკლდება სერიოზულად, კვირაობით და თვეობით უსამსახურობა ხომ მორჩა დაიღუპეს ნიშნავს. განა რას უხდიან, ან რა დააგროვეს, ან რას გპირდებიან, ან რა იშოვეთ, უჯიშოებო, რომ ქუჩაში ყრიხართ დღეობით, თვეობით, წლობით, ცხოვრების სტილია ანარქია, ალიაქოთი საკუთარი ტყავისთვის და უჭმელ მშიერ ჩაუცმელის არაფერი გეტყობათ? იჯარა კომუნალურ გადასახადი მაინც არ გიწევთ? ყველა ქუჩაში გავარდნილს გეხებათ. გეტყობათ "საქმიანობაზე", დაკვეთა როა. მე რა, მე და ჩვენ, ნორმალური ადამიანები, ვისაც მიზანი აქვს ცხოვრებაში- ვპახაობთ. თქვენი მიზანი კი ცალსახად ნათელია - გადავატრიალოთ, გადავწვათ, ვიბოგინოთ, დედა ვუტიროთ სამშობლოს. არ გრცხვენიათ? უსირცხვილოებო. ტეხავს რა, თქვენც ქართველი მეც ქართველი და ვინც მართლა სისხლი დაღვარა და სამშობლოს იდეას ცხოვრება შეალია ისიც ქართველი? გეყოთ რა, გული გვერევა ყველას. რა რუსთაველზე ბანძდება ყველა.... 21 საუკუნეში ასეთი მენტალობა უბრალოდ გონებრივი ჩამორჩენილობაა. ტეხავს მსოფლიოსთან მაინც, დისკრიმინაცია არ მინდა გარეგნული ნიშნით მაგრამ სიფათებზე და ფორმაზე გაწერიათ, რა რეგვენები ხართ. აი არ მინდა პოლიტიკა, რიტორიკულიც არაა- და ეს ხალხი "ამინდის გაკეთებაზე" იქაჩება ჩემს სამშობლოში? ეს "ხალხი" ბარამიძე ხოშტარია გაყიდულები და ასე შემდეგ ? გამარჯობა კი არა, ზედ არ შემოგცედაბთ არც ერთს. არტისტის ვალდებულებაა სიმართლე თქვას და ჩემი სიმართლეა- მე მრცხვენია თქვენი მანდ ყოფნა და ყიყინი! სირცხვილია, რუსთაველის ხსოვნის მაინც, მაგრამ გაყიდულებს რა პრინციპულობად და სირცხვილს ვეკითხები?“, - წერს იუნა შაფათავა.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს, პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს.