საზოგადოებრივი აქტივისტი, პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქტივობებს პესიმისტურად უყურებს და წერს:
„ვუყურებ ამ აქციას და გულწრფელად მეცოდება ხალხი. იდექით და იყვირეთ ჯოს, ჯოს და ჯოს.
მოვა 2020 - იც, რაღა დარჩა და როცა თქვენსას იბაზრებთ არჩევნების მერე, იქ ჩემიც გაიხსენეთ, სულ ერთი და იგივე სახეებია ყველგან.
წეღან გამოვიარე აქციაზე და ისეთი საზოგადოება დგას მანდ, უბრალოდ, შანსი არაა ცვლილებების, თავსაც იტყუებთ და სხვებსაც ატყუებთ. გინდ შოკოლადები დაარიგეთ, გინდ თბილი ტანსაცმელი და გინდაც საჭმელი, ეს ყველაფერი ძველი სკოლაა და რამდენჯერ უნდა მოიტეხოთ კისერი, რომ ოდესმე შეიგნოთ და მიხვდეთ. მეცოდებით, ჩემი თავიც მეცოდება და თქვენც მეცოდებით“.