ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი არ შევა საქართველოს პარლამენტის შენობაში, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ დანიშნავენ.
„ბევრი თქვენგანი წუხს, რა არის ჩვენი გეგმა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს. დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან ვერ შეხვალ, ვიცი, საიდან ამოდის გვირაბი... მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი, მაშინ როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები გრძელდება.