პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება შეინიშნება

პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება შეინიშნება

მასშტაბური აქცია რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება, ისინი ყვითელ ავტობუსებში არიან განთავსებულნი, მათ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა. პარლამენტი არ არის ერთადერთი ადგილი სადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. შსს-ს თანამშრომლები ასევე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან.

შეგახსენებთ, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს, 15:00 საათზე დაიწყება, აქციას ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები მასშტაბურ აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.