ნიკა მელია:

ნიკა მელია: "არსად შევარდნას არ ვაპირებ, მზად ვარ, თმა გავიჩეჩო"

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ დღევანდელ საპროტესტო აციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

“მე პირადად მზად ვარ, თმა გავიჩეჩო, ანუ, არსად შევადრნას მე არ ვაპირებ, არც სახურავზე აძრომას, მაგრამ მაგრად ბრძოლას ვაპირებ”, - განუცხადა "მთავარს" ნიკა მელიამ.

დღეს, 17 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 15 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.