ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, ბიძინა იყოს მტყუანი, მაგრამ:
შეუძლებელია, მართალი იყოს მიშა სააკაშვილი!
შეუძლებელია, მართალი იყოს გრიშა ვაშაძე!
შეუძლებელია, მართალი იყოს მეორე, პატარა ვაშაძე!
შეუძლებელია, მართალი იყოს გიგი უგულავა!
შეუძლებელია, მართალი იყოს გიგა ბოკერია!
შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, იყო ბიძინას მტერი, მაგრამ რაც არ უნდა შენი მტრის მტერი იყოს, შეუძლებელია:
მეგობრად და მოკავშირედ გაიხადო მიშა სააკაშვილი!
მეგობრად და მოკავშირედ გაიხადო გრიშა ვაშაძე!
მეგობრად და მოკავშირედ გაიხადო მეორე, პატარა ვაშაძე!
მეგობრად და მოკავშირედ გაიხადო გიგი უგულავა!
მეგობრად და მოკავშირედ გაიხადო გიგა ბოკერია!
შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს.” – წერს ხუბუა.