სააკაშვილი: ივანიშვილი არის ძალიან სუსტი და ახლა კუთხეშია მომწყვდეული

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ძალიან სუსტი და ახლა კუთხეშია მომწყვდეული

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 17 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ქვეყნის გადარჩენის საკითხი უნდა დადგეს. 

მისი თქმით, ივანიშვილი ძალიან სუსტია და ახლა კუთხეშია მიმწყვდეული.

„საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის.

დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.

თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი.

ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ, ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!

საქართველოში უნდა გათენდეს“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.