აკაკი ზოიძე: გარკვეული პაუზა მჭირდება

აკაკი ზოიძე: გარკვეული პაუზა მჭირდება

„დღეს გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით, ყოველ შემთხვევაში, არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

“ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც გავეცით. მეორე, მე მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლად, ქვეყნის მომავალთან, ჩვენი გუნდის მომავალთან და ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ამ არგუმენტებისა და ამ სიტუაციის გააზრება. გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, ადამიანურად გამიგებთ“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა. „არც ერთ შემთხვევაში მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი არიან. შესაბამისად, ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილება საზიანო ამ მიმართულებით და ქვეყნის საზიანო არ იქნება. პაუზა - ეს არის, რომ მე უნდა დავფიქრდე. ვიტყვი საბოლოოდ, რომ ერთადერთი დასკვნა, რაც ჩემს თავში გამოვიტანე, ეს არის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, ოღონდ როგორც ჩანს, გულით არა“, - განაცხადა ზოიძემ.

სოციალისტი აი რას ნიშნავს მოაზროვნე, დაღვინებული დეპუტატი! აბა ის რა იყო, კენჭისყრაც კი არ იყო დამთავრებული (აბდუშაჰილი, ჯერ სალამიც არ დამემთავრებინა...) რომ გამოსრიალდნენ ინგლისურის მცოდნეები და გადასრიალდნენ ... სადღაც?!
4 წლის უკან