ბექა კვიციანის სასამართლო პროცესი დაიხურა

ბექა კვიციანის სასამართლო პროცესი დაიხურა

საქალაქო სასამართლომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

სასამართლო პროცესის დაწყებისას კვიციანმა გინება დაიწყო , ამის შემდეგ ის დარბაზიდან გაიყვანეს. მოსამართლემ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აგრესიული იყო, გადაწყვიტა სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე ჩაეტარებინა.

ამასთან, კვიციანის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს იქიდან გამომდინარე, რომ პროცესზე განხილული იქნება ბექა კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები. მოსამართლე ნატა ხუჯაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა. შეგახსენებთ, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე რამდენიმე დღის წინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.