„კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული წესით ყოველგვარი დათქმისა და ვადების მითითების გარეშე“

„კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული წესით ყოველგვარი დათქმისა და ვადების მითითების გარეშე“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის უპასუხისმგებლო და სიცრუით მოტივირებული ქმედებებით, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზიაცია და კონსტიტუციური წესრიგის ჩამოშლა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნადაა შერყეული.

საკანონმდებლო ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც გულისხმობს 73 მანდატის მაჟორიტარული წესით და 77 მანდატის პროპორციული წესით არჩევას. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და მიმართულია ე.წ. ყალბი კონსტიტუციური გადატრიალებისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ჯგუფისათვის.

სინამდვილეში კი 2018 წლის 23 ნოემბრის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით, რომელიც ძალაში შევიდა ამავე წლის 20 დეკემბერს, დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული წესით ყოველგვარი დათქმისა და ვადების მითითების გარეშე. სიცრუის გამავრცელებლები ეყრდნობიან 2017 წლის 13 ნოემბრისა და 2018 წლის 23 მარტის საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში არსებულ ჩანაწერს, სადაც მითითებული იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და 3%-იანი ბარიერის პირობებში( 2071-II ს-ვებ-გვერდი,02/04/2012 ).

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ძალადაკარგულია, ვინაიდან 2018 წლის 23 ნოემბრის კონსტიტუციის გარდამავალი დებულებიდან ამოღებულია აღნიშნული ჩანაწერი, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, იურისტებს, განსაკუთრებით კონსტიტუციონალისტებს, ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სწორი სამართლებრივი ინფორმაცია და ხალხი დაამშვიდონ პოლიტიკური შფოთისა და არეულობის თავიდან აცილებისათვის;

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სოციალისტი ე.ი. რა გამოდისრა წერია კონსტიტუციაში აკობახიძემ იცის, არც თალაკვაძემ, არც წულუკიანმა, ბესელიმც არ იცის, არავინ იცის არც ნაცმოძრაობაში, არც ევროპულ საქართველოში, არც ხმალაძემ იცისს და არც მამრაძემ, "დაჟე" თარხან-მოურავმაც არ იცის?! მხოლოდ ამ ორ კაცს გელბახიანს და კოღუაშვილს სცოდნიათ?! ვაიმეეე, მოვკვდი სიცილით! სამარცხვინო ამაზე მეტი რა უნდა იყოს! ახლა თუ ეს ამბავი დადასტურდა, იმათ, იმ ურდოს წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსთაველზე კარვებში დასახლდნენ და საზამთროდ შეშას იმარაგებენ, იმათ რა ეშველებათ, ხომ ჩაეყარათ წყალში ამდენი მზადება???!!!
4 წლის უკან
სოციალისტი რადგან წერის დროს მხოლოდ 1 ხაზი ჩანს, აკრეფისას დაშვებულ შეცდომებს ვერ ვხედავ!
გასწორება
ე.ი. რა გამოდის, რა წერია კონსტიტუციაში არც კობახიძემ იცის, არც თალაკვაძემ, არც წულუკიანმა, ბესელიმც არ იცის, არავინ იცის არც ნაცმოძრაობაში, არც ევროპულ საქართველოში, არც ხმალაძემ იცის და არც მამრაძემ, "დაჟე" თარხან-მოურავმაც არ იცის?! მხოლოდ ამ ორ კაცს გელბახიანს და კოღუაშვილს სცოდნიათ?! ვაიმეეე, მოვკვდი სიცილით! სამარცხვინო ამაზე მეტი რა უნდა იყოს?! ახლა თუ ეს ამბავი დადასტურდა, იმათ, იმ ურდოს წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსთაველზე კარვებში დასახლდნენ და საზამთროდ შეშას იმარაგებენ, იმათ რა ეშველებათ, ხომ ჩაეყარათ წყალში ამდენი მზადება???!!!
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პაატა ჩემი მეგობარი და დიდი ხნის ტანამოაზრეა, ამ შემთხვევაში ცდება. 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციურ კანონში სავსებით ნათლად წერია ნორმა 3030 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. კონსტიტუციის კონსოლიდირებული ვერსიის ტექსტში, მართალია, ეს ნორმა არ არის გარდამავალ დებულებად მითითებული, მაგრამ ეს გარემოება საქმის ვითარებას არ ცვლის. ნორმა კონსტიტუციურ კანონში მოცემულია და მოქმედია.
4 წლის უკან