უგულავას დაუოკებელი სურვილები: ჯოჯოხეთი, სახეში ფურთხი და ბოძზე გაკვრა

უგულავას დაუოკებელი სურვილები: ჯოჯოხეთი, სახეში ფურთხი და ბოძზე გაკვრა

“ჯოჯოხეთი, სახეში ფურთხი და სამარცხვინო ბოძზე გაკვრა” – ეს არის გიგი უგულავას სურვილები იმ ადამიანებისადმი, ვინც პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი. როგორც მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, ყველა დეპუტატს, ვინც კენჭისყრაში კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, საზოგადოებამ სახეში უნდა აფურთხოს, სამარცხვინო ბოძზე გააკრას და ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყოს.