სპეცდანიშნულების და წყლის ჭავლის მანქანები თბილისში - პარლამენტის ეზოში კი პოლიცია შეიყვანეს

სპეცდანიშნულების და წყლის ჭავლის მანქანები თბილისში - პარლამენტის ეზოში კი პოლიცია შეიყვანეს

პარლამენტის შენობაში სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზაციაა. საკანონმდებლო ორგანოში ათეულობით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი შეიყვანეს.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რომ თბილისის ქუჩებში სპეცდანიშნულების და წყლის ჭავლის მანქანები გადაადგილდებიან.