“მიშა აქ არის, გრიშა აქ არის” – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შესათანხებლად “ლეობოროსტული პარტიის” ოფისში შეიკრიბა

“მიშა აქ არის, გრიშა აქ არის” – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შესათანხებლად “ლეობოროსტული პარტიის” ოფისში შეიკრიბა

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შესათანხებლად “ლეობოროსტული პარტიის” ოფისში შეიკრიბა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, შენების მოძრაობა, “პატრიოტთა ალიანსი”, “რესპუბლიკელები”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი განიხილავენ სამოქმედო გეგმას, მათ შორის, ქუჩის აქციებს, დაუმორჩილებლობას და სხვა. “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, თუნდაც არსებული სისტემით.

როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

სხდომის ამსახველ ფოტოს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქზე” აქვეყნებს და წერს: – “მიშა აქ არის, გრიშა აქ არის”