ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, 47 ხე-მცენარე დაირგო. აღნიშნულ აქციაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ჩაერთო და რგვებში მიიღო მონაწილეობა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მწვანე სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 31 802 ლარია.