გია ვოლსკი:  თავისუფალი კენჭისყრა სწორი გადაწყვეტილებაა, გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა

გია ვოლსკი:  თავისუფალი კენჭისყრა სწორი გადაწყვეტილებაა, გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა

ბევრი საკითხიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათ შეხვედრის დროს გუნდის ერთობაზე ძალიან დიდი ყურადღება გაამახვილეს.

„ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა, რადგან სახელმწიფოს მმართველი გუნდის გახლეჩვა სერიოზულად დაეტყობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თამაზი მედროვეების გუნდი, ვაი თქვენს პატრონს
5 წლის უკან