მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის ჩატარება გადაწყდა.
როგორც ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „გაიმარჯვა დემოკრატიამ".
„როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება", უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, მეორე დღეა მმართველი გუნდი „ქართული ოცნების" ოფისში დილიდან იკრიბება. მსჯელობის საგანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაზეც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.