"კურიერის" ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა

"კურიერის" ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია.

მმართველი გუნდის წევრებს შორის დაპირისპირებაა.  ისინი,  საკონსტიტუციო ცვლილებაზე ვერ თახმდებიან.

დეტალებს "კურიერი" 12:00 საათიან გამოშვებაში გაგაცნობთ.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობენ. სხდომის დაწყებამდე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი კვლავ აცხადებდა, რომ ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერენ და ბიძინა ივანიშვილმა მათი გადარწმუნება ვერ შეძლო.