პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის აუცილებლობაზე და "ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. მათი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართულ ოცნებას" არ სურს და დეპუტატები მათი ლიდერის დადგმული სცენარით მოქმედებენ.
"დეპუტატების ქმედებას რასაც ვუყურებდი, ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეიძლება იდგეს ამის უკან. უფრო იმ ვერსიისკენ ვიხრები, რომ ეს მაჟორიტარები არიან ერთგვარად ბუნტისთავები, მაგრამ მე მათ ბოდიშის მოხდით ვუწოდებდი პოლიტიკურ პამპერსებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ან რომელიმე უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებენ, ცდილობენ ჩამოაქციონ ქვეყანა," - განაცხადა ექსპერტმა ლაგაზიძემ.
2. თუკი იქნება პროპორციული, მაშინ ბოკერიები შეძლებენ რაღაცა რაოდენობის დეპუტატების გაყვანას და შემდეგი საარჩევნო პერიოდში ისევ გვექნება აურზაურისა და ქვეყნის დაქცევის ხანა.
3. შერეული სისტემა ალბათ უფრო პრაქტიკული იქნება ქვეყნისათვის.
სრულიად ვეთანხმები არაგველი641-ს! მეც ამ საიტზე იგივე აზრი სხვადასხვა დროს მრავალჯერ დამიფიქსირებია?! ახლა გეკითხებით, თუ მე ვთქვათ კარლო კოპალიანს მინდა მივცე ხმა ამის გამო თამარ ხულორდავასაც რატომ უნდა მივცე ეს ხმა?! მიაქციეთ ყურადღება პროპორციული არჩევნების მხოლოდ მოთხოვნას რა შედეგები მოაქვს, ვინ ითხოვს ამას! ვინ არიან ის ახალგაზრდები, ის 200-ოდე ადამიანი ვინც პარლამენტის წინ და უკან უსტვენს, რაღაც სირენას აღრიალებენ და იმუქრებიან, თანამედროვე ხუნვეიბენები ხომ არა?! რა პასუხისმგებლობა შეუძლიათ მათ ატარონ შესაძლო კრიზისულ პროცესებზე? ალბათ ნულოვანი, ხომ?! ეს გამუდმებული ღრიანცელი არ არის ზეწოლა დეპუტატებზე, მათი გამოხატვის ებაზე, ეს არ არის ძალადობა მათზე ვინც მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ არ მოსწონთ?!