ახალციხეში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა

ახალციხეში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის გვერდით არსებულ სკვერში საბავშვო ატრაქციონი დაზიანდა. საქანელას ჩამოვარდნისას, შიგ ბავშვი იმყოფებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ, „სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ატრაქციონის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეო, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო. კადრში ჩანს, რომ გოგონამ დაზიანებული ატრაქციონიდან გასმოსვლა თავად მოახერხა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. აღნიშნულ სკვერში ატრაქციონის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

სკვერის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიაა: „ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები, სხდებიან, რომლებისთვისაც განკუთვნილი არ არის ეს ატრაქციონი, ამიტომ დაზიანდა", - აცხადებენ მერიაში.