ნიკა მელია: დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას

ნიკა მელია: დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას

"თუკი საკონსტიტუციო ცვლელებებს მხარი არ დაუჭირეს, ვფიქრობ, სალაპარაკო ნაკლები იქნება ეს უფრო სამოქმედო იქნება და ამისთვის ძალღონეს არავინ არ დაიშურებს და მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ისინი ვერ გასტანენ თავის სადავეებს, - განაცხადა პარლამენტში მისულმა „ნაციონალმა“ დეპუტატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მელიას თქმითვე, პროპორციული არჩევნების იდეის ჩაგდება „ოცნების“ მხრიდან, მოსახლეობის „სულში ჩაფურთხებას ნიშნავს.

„ეს არიქნება მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრა ეს იქნება სულში ჩაფურთხება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს ყველაფერი იმიტომ არ უთხრეს, რომ მათ ეს სურდათ ეს ყველაფერი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა და იმედი მაქვს, რომ ამას ვერ გაბედავენ. ამის უდიდესი სურვილი აქვს და ეს ყველაფერი ჩანს, რომ კანონპროექტი ჩააგდონ მაგრამ, აქვე აცნობიერებენ, რომ მოყვება ამას ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები, რომელიც დამთავრდება ამ ხელისუფლების მარცხით და თუკი მართლაც მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე საქართველოს პარლამენტში ამ ინიციატივის ჩაგდებით, მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც ამ ხალხს მოყვება. პირდაპირ გეუბნებით, რომ თუკი ეს ჩავარდება ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს. ძალიან მიკვირს იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობენ, რომ თუკი ეს განხორციელდება ქვეყანაში არეულობა დაიწყება კითხვა მაქვს მათთან - თუკი ეს ყველაფერი არ განხორციელდება როგორ გონიათ ამით ქვეყანაში სტაბილურობა იქნება? სიმშვიდე იქნება? - არ მჯერა რა თქმა უნდა. როლები აქვთ გადანაწილებული და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა არც იცონენ, რომ ხუნდაძესთან და სხვებთან კონტაქტი აქვს ცალკე ივანიშვილს, რომ უფრო ბუნებრივად წარიმართოს მათ შორის დებატები" - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუშინ, საქართველოს პარლამენტში, ხმაურიანი სხდომა მიმდინარეობდა. უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კანონპროექტი გუშინვე ვერ დააყენეს კენჭისყრაზე. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გრძელდება.

 

 

სოციალისტი მე იმ ხელისუფლებას რა ვუთხარი, რომელსაც პარლამენტთან თავმოყრილი გზააბნეული ინდაურის ჭუკები და რევანშისტების პრაიდი წალეკავს! ძირს ლიბერალური დემოკრატია, რომელმაც გაათახსირა ჩვენი სამშობლო! ძირს ეს მელია და ყველა აკინი! ფუუ
4 წლის უკან