:ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი,  ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად,  „ევროპულ საქართველოს

:ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად,  „ევროპულ საქართველოს" ან „ძალა ერთობაშიას" ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს“

„ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად,  „ევროპულ საქართველოს" ან „ძალა ერთობაშიას" ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა  დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თმით, „ქართულმა ოცნებამ" სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დაამარცხა აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება.

„ცხადია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით ეფექტურად მოემსახურება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთა მრავლფეროვნების კეთილშობილურ იდეას და, რაც მთავარია, ეს მიზანი მიღწეული იქნება ისე, რომ არ დავაზიანებთ არცერთ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს და ინტერესს - ჩვენ მრავალფეროვნების ხარჯზე კი არ უნდა ვახეიროთ ნაცები, ნაცების ხარჯზე უნდა ვახეიროთ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციების გასაფანტად ვიტყვით, რომ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხეთ ჩვენ აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება. ამიტომ თუ ხალხის ნდობა ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის ხელისუფლებაში ნებისმიერ შემთხვევაში მოვა და ამიტომ არანაირი საჭიროება არ არის ხელოვნურად ვუყაროთ სასუქი მავნებლებს.

აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამისილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა" - განახადა დიმიტრი ხუნდაძემ.