თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე : “გულისამრევია…”

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე : “გულისამრევია…”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიასთან “მთავარი არხის” ეთერში ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ფილმს, And Then We Danced-ს გამოეხმაურა.

“საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას.

არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში. მოდი და ნურავის ნუ ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავის შეხედულება…

რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის სრულიად ინსპირირებული, მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა? საკმაოდ ნიჭიერი თუ თუნდაც უნიჭო ფილმების გარჩევა? საქართველოში რა გეფილმებათ, მეგობრებო? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში.

ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, რა პრობლემაა. ჯერ ერთი მშვენივრად უკეთებენ რეკლამას ფილმს, ამ ფილმზე გაიგებდა 3%, ახლა ამაზე გაიგო 90%-მა, მშვენიერი რეკლამა გაუკეთეს, თავის თავსაც გაუკეთეს რეკლამა, ამ ფილმსაც გაუკეთეს რეკლამა და რაც მთავარია, მიაღწიეს მიზანს, რომ ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან, ხვალ იქნება კიდევ რაღაც მეორე თემა, ზეგ კიდევ მეხუთე და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებას, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ამ რეპლიკით გამოეხმაურა: – “გულისამრევია” – პოსტის კომენტარში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ დასძინა: – “ყველაფერს იყვირებს რაც მისი 10 წლის წინა დროში ჩარჩენილი ჩლუნგი ინსტიქტით “პოპულარობას” მოუტანს.”

Maverick გამოულოცეს?!
რატომღაც მეეჭვება დიდხანს გაყვეს გამოლოცვის ძალა! რადგან...
"არ გათეთრდების ყორანი..."-ო ბრძანებს მრავალ ჭირვარამ გამოვლილ წინაპართა გამოცდილება
4 წლის უკან