“ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “დანაპირებს შესრულება უნდა“. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, უნდა დაკანონდეს.
“დანაპირებს შესრულება უნდა. არ მგონია, რომ კანონპროექტი ჩავრდეს. საკუთარ თავთან მართლები უნდა ვიყოთ. რაც ვთქვით, ის უნდა შევასრულოთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხავზე, როგორ ფიქრობს, დატოევბენ თუ არა “ქართულ ოცნებას“ დეპუტატები, რომლებიც ინიციატივას ეწინააღმდეგებიან?! პაპუაშვილი გვპასუხობს:
“თუ აპირებენ წასვლას, შეასრულონ თავისი დანაპირები. არც ვიცი მათი სახელები და გვარები. ყველა საკუთარ თავთან არის მართალი და თავისუფალი. თავის საქციელზე ყველამ პასუხი უნდა აგოს“, -განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წელს მთლიანდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) საარჩევნო ბარიერის პირობებში ითვალისწინებს