დავით უსუფაშვილი: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

დავით უსუფაშვილი: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება

„ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. „შენების მოძაორბის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ოცნებას და ივანიშვილს იმისი წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ სხვა კოალიციასთან შესვლა.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავრობა ,რომელიც ცდილობს პოლიტიკური არეულობის მოწყობას ეს არ გამოუვათ. ოპოზიციაც და სხვა ბევრი ადამიანი ამაზე აქტიურად მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სანამ პროპორციულ სისტემაზე კონსტიტუციური ჩანაწერი არ გვექნება, დამშვიდება არ შეიძლება.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ძალების ერთად დგომით, ქართველ ხალხთან ერთად გვექნება ადეკვატური ნაბიჯები. ამის შემხედვარე ხელისუფლება ვერ გაბედავს ნათქვამი სიტყვის უკან წაღებას. ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი უკან მიდის, მათ არ აქვთ უნარი ვინმეს გაუნაწილონ ძალაუფლება. ოცნებას და ივანიშვილს იმისი წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ სხვა კოალიციასთან შესვლა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 შეგახსენებთ გუშინ, პარლმენტში, კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა. პლენარული სხდომა კი დღეს, 12:00 საათზე ამ საკითხის განხილვით დაიწყება. სავარაუდოდ, კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც დღეს მოხდება.