გია ვოლსკი:  უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია

გია ვოლსკი:  უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია

უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური. ახლაც როგორ იქნებოდა მშვიდი პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ რასაკვირველია, ხმის აწევას არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გარკვეული დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს იმ დაბრკოლებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრს შეაცვლევინებს.

„უმრავლესობის უმრავლესობა არის რომელიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეს იქნება მთავარი დებატები, თუ საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, შეთანხმების გავლა, ჩვენს კოლეგებთან ერთად გვექნება ამის საშუალება. ჩემთვის როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ რაღაც ფორმით კენჭისყრისას ამ ცვლილებებს, უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის დეპუტატების მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვათ. გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერამ დაადასტურა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოციალისტი სრული არა პროორციულ სისტემას! რატომ? - იმიტომ, რომ საქართველო არ იყოს ე.წ. პოლიტიკური პარტიების საომარი ლელო! ქვეყანას სჭირდება ერთ სულ, ერთ ხორცად ყოფნა, სრული სამოქალაქო კონსენსუსი და არა ამ ბითური პარტიების მიერ საზოგადოების დაყოფა ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, რაც მხოლოდ ხელისუფლებისმოპოვება-შენარჩუნებაში გამოიხატება! სანამდე უნდა ვიყოთ ამათი უმსგავსი ტელეშოუების უტყვი მაყურებელი! ლამისაა ფილარმონია და მუსკომედია ჩაანაცვლონ! ასევე, ამიტომაც, მტკიცე უარი საპარლამენტო რესპუბლიკას!!
საქართველოს სჭირდება საპრეზიდენტო მმართველობა, ეროვნული სულისკვეთების ძლიერი პრეზიდენტი!
4 წლის უკან