დიმიტრი ხუნდაძე:  პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ვემზადებით

დიმიტრი ხუნდაძე:  პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ვემზადებით

„ვაგრძელებ ბრძოლას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ - ვემზადებით კანონპროექტის ჩასაგდებად“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მან ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროექტი პარლამენტში არ გავიდეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

„მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ უფრო მეტი მხარდამჭერია, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ თუ არ მოხდა აქ დათვლა, პარლამენტში მოხდება ამის დათვლა“, -აღნიშნა დეპუტატმა.

მანვე უპასუხა კითხვაზე, აპირებს თუ არა უმრავლესობის დატოვებას.

„არა, უმრავლესობას არ ვტოვებ. ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

თამაზი თავგასიებულო,ახლა საქართველოს ბუნტი უნდა? დაფიქრდი, მცხეთაში მესამედ მაჯორიტარად მაინც არ აგირჩევენ, თავი გაანძეიე
4 წლის უკან