სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი

„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

“ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს არ მომხდარა შემთხვევით ან ავტომატურად. ეს არის იმ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების გონივრული მმართველობის შედეგად ქვეყანას და ხალხს ავაცილეთ ომი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი.

ჩვენი ოპონენტები მუდმივად აპელირებენ ე.წ. ბორდერიზაციაზე, მცოცავ ოკუპაციაზე და ა.შ., თუმცა მე მინდა მათ შევახსენო, რომ ყველა ეს პროცესი არის 2008 წლის ომის შედეგი. მას შემდეგ სტატუსკვო არ შეცვლილა. ჩვენს ხელისუფლებას დამატებით ექსცესი, პრობლემა ან კონფლიქტი ხალხისთვის არ მოუტანია. არ დავუშვით კონფლიქტის ახალი ესკალაცია და პირიქით, მაქსიმალურად გავანეიტრალეთ საფრთხე. ამას აღიარებენ ერთხმად ჩვენი დასავლელი მეგობრებიც – რომ ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.