თამარ ჩერგოლეიშვილი: “აი, მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება დღეს ეკლესიაში…”

თამარ ჩერგოლეიშვილი: “აი, მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება დღეს ეკლესიაში…”

სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდისთვის სასულიერო პირების მიერ წესის არაგებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.

ახალგაზრდა “გირჩის “”ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური იყო.

“მკვლელებს და ავაზაკებს ეკლესიებს რომ აგებინებთ და მათი ნაჩუქარი მანქანებით დადიხართ და გარდაცვლილი, ღარიბი 23 წლის ბიჭის მშობლებს უნუგეშოდ ტოვებთ, თქვენი შვილი ჯარიდან გირჩის ცნობით გათავისუფლდაო – აი, მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება დღეს ეკლესიაში.

რა სიბინძურესაც ვხედავთ, ის შიგნიდან იღვრება და ლოგიკურია, რომ იღვრება,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“გირჩის” ინფორმაციით, 11 ნოემბერს ავტოავარიაში გარდაცვლილი “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურის, შაკო ბარამიძის ოჯახმა წესის ასაგებად რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, თუმცა უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა სასულიერო პირებს უკრძალავს “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობის მქონე ადამიანებისთვის წესის აგებას.

“ბიბლიური თავისუფლება” არის “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. აღნიშნულ დოკუმენტს კი 18-27 წლის ბიჭები, ძირითადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გარკვეული პერიოდით თავის დასაღწევად იყენებენ.

Maverick თამარ ქალო, "ტაბულას" თვალო, არ ნემეტება ნებისმიერი ქართველი სასიკვდილოდ, ტრაგედიაა!
marshalpress.ge-ს ინფორმაციით გარდაცვლილი “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური ყოფილა>
გეკითხებით თქვენო უტაბულესოებავ, მუსლიმთა, ინდუსთა, ბუდისტთა ოჯახმა რომ მიმართოს კათოლიკურ, ან მართლმადიდებლურ ეკლესიას წესის ასაგებად რა პასუხს გასცემენ?
ძალიან მაინტერესებს რას იტყვით...
4 წლის უკან
amo თამარა, იცი რატომ ხარ საბერტყი? ერთი მხრის დანაშაულებრივ ქმედებაზე (დიახ, საომარ მდგმარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქე, რომ თავს არიდებს სამხედრო სამსახურს ეს რბილად რომ ვთქვათ დანაშაულია) თვალს რომ ხუჭავ და მხოლოდ მეორე მხარეს ლანძღავ (თუნდაც არა უმიზეზოდ), აი ამიტომ!!!
4 წლის უკან
თამაზი თამუნია, უპრიანი არ იქნება, რომ წესი "ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურებმა აუგონ?
4 წლის უკან