ზურაბ ჯაფარიძის მწვავე მიმართვა:  “ასეთი გზით გადაწყვიტა საპატრიარქომ “გირჩზე” შურისძიება… სადაა ეკლესია? – ნაბიჭვრობას ვებრძვით! ნაბიჭვრობას!

ზურაბ ჯაფარიძის მწვავე მიმართვა:  “ასეთი გზით გადაწყვიტა საპატრიარქომ “გირჩზე” შურისძიება… სადაა ეკლესია? – ნაბიჭვრობას ვებრძვით! ნაბიჭვრობას!

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი განცხადებას ავრცლებს, სადაც წერს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნულ თემაზე “ფეისბუქის” გვერდზე მწვავე მიმართვას ავრცელებს:

“ახალგაზრდა, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობა გარდაიცვალა ავტოავარიაში.

ასეთი მოწმობა აღებული აქვთ მართლმადიდებლებს, კათოლიკებს, პროტესტანტებს, მუსლიმებს, ანგლიკანებს და სხვა..

მოწმობის აღება არ ნიშნავს საკუთარ რწმენაზე უარის თქმას!

მხოლოდ უტვინო და რწმენისგან მართლა სრულიად დაცლილმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს სხვაგვარად…

რა ხდება ამის შემდეგ:

ახალგაზრდას ოჯახს წესის აგებაზე უარს ეუბნებიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები

ცოტა ხანში ირკვევა რომ მითითება, არ აუგონ წესი, გასცა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, რელიგიური ტურიზმის (სამომლოცველო) დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მეუფე საბამ.

და ამ ყველაზე ჭეშმარიტ, ძველ, ნამდვილ, სასიქაუდულო, სიკეთით სავსე, დალოცვილ, ღვთსმშობლის წილხვედრ და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ქვეყნის ეკლესიაში ვერ მოიძებნა ერთი, ერთი!!! – სასულიერო პირი, რომელშიც აღმოჩნდებოდა საკმარისი ქრისტეს რწმენა რომ ენუგეშებინა ოჯახი და წესი აეგო გარდაცვლილი ბიჭისთვის.

ერთი ადამიანი!

ასეთი გზით გადაწყვიტა საპატრიარქომ “გირჩზე” შურისძიება – შვილმკვდარი ოჯახის გამწარების ხარჯზე…

ესეც არ იკმარეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში ოჯახს განცხადება გაავრცელებინეს, “გირჩს” ვემიჯნებითო

ეკლესიას ებრძვიანო გააგრძელებენ ისევ…

სადაა ეკლესია?

ნაბიჭვრობას ვებრძვით!

ნაბიჭვრობას!

ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ჩაბუდებული!” – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ნაბიჭვრობა არაა მაგ თქვენი გაცემული ცნობებით ქართველ ახალგაზრდებს თაღლითობისკენ რომ უბიძგებთ და ქართულ ჯარში სასახური აღარ უნდათ?! ვთქვათ გარდაიცვალა ისლამის მაღიარებელი, მართლმადიდებელმა მღვდელმა უნდა აუგოს წესი?! ასე რომ სანამ რამე ღონისძიებას გაატრებთ 1000 ჯერ უნდა დაფიქრდეთ რა შედეგი მოყვება მომავალშ!
4 წლის უკან
თამაზი შე მართლა ნაბიჭვარო, მართლმადიდებელ მღვდელს უფლება ააქვს შენ სექტანტს წესი აუგოს?
4 წლის უკან
amo ასეთი შემთხვევების დროს დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე გული მერევა. გასაგებია, რომ კაცი ვერაა თავის მატორზე, თავხედია, მაგრამ ხალხმა რა დავაშავეთ ჩვენზე რომ ძალადობს?
4 წლის უკან