ტელეკომპანია „კავკასია"-ს დამფუძნებელი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„არ ვიცი რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და ვასაძემ აპრილში ფარულ შეხვედრაზე, ან რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოდი ვნახოთ რა მოხდა მას შემდეგ: შეხვედრიდან მალევე ვასაძემ ჯვარკომბალა მოიმარჯვა, რაზმი შექმნა, ხალხის გაკოჭვა და ცემა დააანონსა და პოლიციას არც უცდია შეეჩერებინა. მას შემდეგ გაიძახის, რომ პოლიციის კორდონებს გაწევს, გამოწევს და მაინც გააკეთებს რაც უნდა, კანცელარიის წინ მასობრივი არეულობა და ძალადობა მოაწყო და პოლიცია მხოლოდ ნაზად აშოშმინებდა.
20 ივნისის შემდეგ "სირცხვილიას" აქციებს კონტრაქცია მოუწყო, იძალადა და აქციების ჩაშლა სცადა, საბედნიეროდ უშედეგოდ. ახლა ისევ გამოვარდა და ძალადობს. ერთადერთი ადამიანია, ვინც მასობრივი არეულობისა და ძალადობის ორგანიზებისთვის არ ისჯება. აბა თუ გამოიცნობთ რაზე შეთანხმდა ივანიშვილთან", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.