თაკო ჩარკვიანი: ეს ცილისმწამებლური ღვარცოფი უნდა დასრულდეს

თაკო ჩარკვიანი: ეს ცილისმწამებლური ღვარცოფი უნდა დასრულდეს

პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი “2020NEWS“ -თან ეკლესიაში განვითარებულ პროცესებს აფასებს. ჩარკვიანი აცახდებს, რომ ქვეყანაში  ფაქტების გარეშე ცილისწამება უნდა დასრულდეს.

“ვერ მოვახერხეთ, ერთი უგვანო ხელისუფლება სახლში ისე გავისტუმროთ, რომ მთლიანად თავზე არ ჩამოვიმხოთ მართლმადიდებელი ეკლესია და არ ჩავხადოთ საკუთარ ქვეყნას მთელ მსოფლიოში. ქვეყანაში კატასტროფა ხდება. ეს ცილისმწამებლური ღვარცოფი უნდა დასრულდეს. ქვეყანასა და ეკლესიაში მიმდინარე პროცესებმა ვისი პოზიციებიც გაამყარა, გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება და სასულიერო თუ საერო ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარ ადგილზე დადგება. “ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში  შვიდი წელია იმყოფება, მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამოქექვით არის დაკავებული“,-  განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მეუფე პეტრე ცაავამ ქართული ეკლესია და მისი ლიდერი მამათმავლების მფარველობაში დაადანაშაულა.

 

 

სოციალისტი ნეტა რამდენი წლისა ეს ქლბატონი ტაკო?!
4 წლის უკან
სოციალისტი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მამამისის სიკვდილს ელოდა, მხოლოდ ბატონი ჯანსუღი აბრკოლებდა. მოკვდა თუ არა ეგრევე გარეკა!
4 წლის უკან