ნანა კაკაბაძის ვერსია: რა კავშირი აქვს მსოფლიო პატრიარქს საქართველოში აგორებულ საეკლესიო სკანდალთან 

ნანა კაკაბაძის ვერსია: რა კავშირი აქვს მსოფლიო პატრიარქს საქართველოში აგორებულ საეკლესიო სკანდალთან 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიის და კათოლიკოს პატრიარქის წინააღმეგ აგორებული კამპანიის უკან შესაძლოა მსოფლიო პატრიარქი იდგეს. კაკაბაძე ვარაუდობს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ამ ცილისწამებლური კამპანიით ცდილობს ილია მეორის დასჯას უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების გამო.

ამასთან, კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ მთელი ეს პროცესი ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

„ითქვა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესებში, რაც ლოგიკურია, რადგან ეს პროცესი პოლიტკურ ძალებს შორის ყველაზე მეტად მათ აძლევთ ხელს, თუმცა ამ ცილისმწამებლური კამპანიის ფესვები გაცილებიღ ღრმაა. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დამოკიდებულებას. როგორც იცით, უკრაინის ავტოკეფალიის მთავარი ლობისტი სწორედ მსოფლიო პატრიარქი იყო და ვინაიდან საქართველომ ამ ეტაპზე არ სცნო უკრაინის ავტოკეფალია, გადაწყვიტეს ამ გზით დაესაჯათ ილია მეორე. ეს არის შურისძიება სწორედ უკრაინის თემის გამო. კამპანია, რომელიც მიმდინარეობს პეტრე ცაავას და თეოლოგთა ერთი ჯგუფის მიერ დიდი ალბათობით სწორედ მსოფლიო საპატრიარქოდან იმართება. თითქმის ყველას, ვინც ამ პროცესებში  არის ჩართული, აქვს გარკვეული კავშირები მსოფლიო პატრიარქთან. მათ ნაკლებად აინტერესებთ, რა მოჰყვება საქართველოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას, იგივე აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში.

ეს არის ერთიანი კამპანია, რომელში ჩართული ადამიანების ნაწილი საქართველოშია, ნაწილი კი უცხოეთში. საქართველოს პატრიარქი ფხიზლად და პრობლემატურად უყურებს ამ საკითხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში.  ამ მხრივ საქართველოს საპატრიარქოს სწორი პოზიცია აქვს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მეუფე პეტრე გამოეყოს ქართულ ეკლესიას და მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიხილოთ, კაკაბაძე პასუხობს:

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ  მსოფლიო პატრიარქის ინტერესებში არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილება, ის შეეცდება, რომ გახლეჩილი ეკლესიის ერთი ნაწილი მაინც იყოს დამორჩილებული და ის, რასაც მეუფე პეტრე ლაპარაკობს, პირდაპირ მიზანიმიმართულად არის ამ პოლიტიკის ნაწილი. აბსოლუტურად რეალურია, რომ პეტრე უკვე ოფიციალურად ვიხილოთ მსოფლიო პატრიარქის დაჯგუფებაში“, - აღნიშნავს კაკაბაძე.

 

სოციალისტი მსოფლიო პატრიარქი ვინაა?! ჩუმ-ჩუმად, ნელა-ნელა ახალი ერესის -" მართლმადიდებელი პაპის " შეთხზვასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!
4 წლის უკან