მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები პედოფილები ან ჰომოსექსუალები იყვნენ. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ეკლესიაში მამათმავლობა ან პედოფილია, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ ეკლესიაში მსგავს პრობლემებს არ გამორიცხავს.
"ეკლესიაში მსგავს პრობლემებს არ გამოვრიცხავ, ზოგადად არსებობს და იყო ლაპარაკი... ჩემთვის უცხო არ იყო. გაგონილი მქონდა და ვიცი... არა, არ გამოვრიცხავ. მარსზე კი არ ვცხოვრობ, დედამიწაზე ვცხოვრობ... ყველა მატარებელს ჰყავს თავისი მგზავრი, ყველა ნაჭერს ჰყავს თავის მყიდველი. რანაირი მოძღვარიც არ უნდა იყოს, მას თავისი მრევლი ჰყავს, რომელიც არ დაიჯერებს... მოკალი, არ დაიჯერებს... ამიტომ მტკივნეულია... ამის დადასტურება ძალიან ძნელია". - განაცხადა მეუფე ანტონიმ.