„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა:
“რანაირად ლაპარაკობს ეს ქალი?! როგორ მიმართავს ჟურნალისტებს, საზოგადოებას, ვინა არის ერთი? თამარ მეფეა, მარგარეტ ტეტჩერია თუ ვინ არის, შეიძლება ასე ლაპარაკობდეს? ზიზღით და ქედმაღლურად?!
რას აპირებს, აკომპლექტებს შეწყალების კომისიას? სადაც უცხოეთში წავიდა კონკიას ტანსაცმელშია გამოწყობილი, რამდენი გვიჯდება მათი გამოწყობა ძალიან მაინტერესებს. სამეჯლისო ცეკვებზე დადის თუ უცხოეთში ვიზიტებზე. პრეზიდენტი ხარ!”, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილი "360 გრადუსის" ეთერში.