რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური და მასშტაბური ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ აამოქმედა. ‘ქეშბექი’ ბაზარზე არსებული მსგავსი ლოალობის პროექტებისგან სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტოა.

ლიბერთის ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელი, სპეციალურად შექმნილი საიტის Cashback.ge ან აპლიკაციის მეშვეობით სარგებლობს ქეშბექით ან ფასდაკლებით.

დღეისათვის, აღნიშნულ ლოიალობის პროგრამაში 400-ზე მეტი პარტნიორი მომსახურების და სავაჭრო ობიექტია ჩართული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ლიბერთის მომხმარებლისთვის ქეშბექით სარგებლობა მარტივია. აპლიკაციაში ან https://cashback.ge-ზე, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი ირჩევს სასურველ შეთავაზებას იაქტიურებს და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალით გადახდისას მომენტალურად მიიღებს სარგებელს ქეშბექის ან ფასდაკლების სახით.

„ამ მასშტაბურ პროექტზე, ლიბერთის გუნდთან ერთად მუშაობდნენ კომპანიები ჰელიქსი, ვანდიო, ლივინგსტონი და კონექტი. სწორედ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ინოვაციური  ლოიალობის სისტემა, ტექნოლოგიურად გამართული, დახვეწილი და მარტივი აპლიკაცია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით,  ჩვენი მომხმარებელი კომფორტული მომსახურების გარდა, ყველაზე მაღალ და რაც მთავარია, მომენტალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მომავალში ჩვენს მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ მომსახურებას შევთავაზებთ. “ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა.

Disclaimer: This email and any files transmitted with it are confidential, represent an intellectual property of JSC Liberty Bank and are intended solely for the use of the individual or entity to whom they are addressed. If you are not the named addressee you should not disseminate, distribute or copy this email. Please notify the sender immediately by email if you have received this email by mistake and delete this email from your system. If you are not the intended recipient you are notified that disclosing, copying, distributing or taking any action in reliance on the contents of this information is strictly prohibited.