გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბრამდე განსაკუთრებით თბილი ამინდი იქნება. წინასწარი პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე თბილი ამინდი შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ დღეებში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +23,+25 გრადუსს. (სამეგრელო, იმერეთი, გურია).
მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 5-6 ნოემბერს +15-დან +20 გრადუსამდე. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა 20-22 გრადუსიც დაფიქსირდეს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა იქნება თბილი. მთიანეთში +20,+23 გრადუსი, სამხრეთ მაღალმთიანეთში (წალკა, ახალქალაქი, ბაკურიანის მიდამოები) მაქსიმალური ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჩრდილო მაღალმთიანში კი (გუდაური,კობი) +15+17 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.
უახლოესი 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ტემპერატურა +20 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.