კახა კალაძე დეკანოზის შეწყალებაზე:  რა გავაკეთო ახლა, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები

კახა კალაძე დეკანოზის შეწყალებაზე: რა გავაკეთო ახლა, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები

დედაქალაქის მერი დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითზე, დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ჟურნალისტების კითხვას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილს და მის შეინაარსს ეხებოდა კალაძემ ასე უპასუხა:

“რა გავაკეთო ახლა, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი ეს დეტალები, -განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. თავად პრეზიდენტმა კი, დეკანოზის შეწყალებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ წესები ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება მზად იქნება, გაგაცნობთ. მერე რაც საჭიროა იმ დროს დავფიქრდები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.