საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა (ვიდეო)

საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა (ვიდეო)

საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და საპატრიარქოში უკომენტაროდ შევიდა.

იგი საპატრიარქოში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, მეუფე იაკობი „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე. მისივე თქმით, ამ შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრებოდა.

მეუფე პეტრემ მის ნათვამს „არაადეკვატურს“ უწოდებდა და ამბობდა, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

გუშინ სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.